logo
ENG



ივანიშვილის გუნდი ბრიუსელში გაგზავნილი წერილის ხელმომწერებს სტრასბურგთან ამისამართებს

06 თებ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ცინიკური პასუხი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ბრიუსელში გაგზავნილი წერილის ხელმომწერებს სტრასბურგთან ამისამართებს. მალე კი ევროკავშირის სტრუქტურებიდან საქართველოდან გაგზავნილ შეშფოთებას, სავარაუდოდ, რეზოლუციით უპასუხებენ.

თბილისიდან გაგზავნილ დოკუმენტს ხელს 14 პირი აწერს, - პოლიტიკური ლიდერები, მედიის ხელმძღვანელები და აქტივისტები, რომლებიც საპატიმროში არიან. ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს თბილისიდან სთხოვენ.

რაც შეეხება ევროპარლამენტში ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ ჩატანილ წერილს. შეგახსენებთ, რომ „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც ევროპული სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირებს განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა და პრეფერენციის პოლიტიკური ლიდერები და მედიის წარმომადგენლები მიმართავენ, მათ შორის წერილს ხელს აწერენ საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

წერილის შინაარსზე განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში. იქ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერ ქალთა დელეგაცია იმყოფება, წერილი ევროკავშირის დედაქალაქში სწორედ მათ ჩაიტანეს. ოპოზიციონერებს ევროპულ სტრუქტურებში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში აქვთ.

 


close დახურვა