logo
ENG



ივანიშვილის მახინჯ სასტუმროს უნდა შეეწიროს ხელოვნების მუზეუმი - პოლიტიკოსების შეფასებები

13 ივნ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

ხელოვნების მუზეუმის შენობა საფრთხეშია. ხელოვნების ისტორიის მუზეუმსა და მასში დაცულ ოქროს ფონდის მომავალს სკეპტიკურად უყურებენ პოლიტიკოსები. მათი თქმით, ადგილი, სადაც შენობა მდებარეობს, პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.

"იმის გამო, რომ  ივანიშვილი პანორამა თბილისს აშენებს და ქვემოთ პარკინგს თხრის, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის შენობა საფრთხეშია. დაუშვებელია, გამაოგნებელია. ამ კაცს როგორ ორღობედ მიაჩნია ეს ქვეყანა, რომ მის მახინჯ სასტუმროს უნდა შეეწიროს ხელოვნების მუზეუმი. ესაა საჯარო განხილვის თემა და მერია უნდა გამოდიოდეს. ყურმოკვრით კი არ უნდა ვიგებდეთ ამ ამბავს. ესაა მერიის პასუხისმგებლობა. რაიმე ბანძ შენობაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან შენობაზეა საუბარი", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ხელოვნების მუზეუმისადმი უდიერად მოპყრობა სახელმწიფო დონის დანაშაულია. ამასთან, შენობას რეკონსტრუქცია რომც ჩაუტარდეს, საეჭვოა რამდენად მზადაა სახელმწიფო ოქროს ფონდის ალტერნატიულ ადგილას სათანადოდ გადასატანად. რადგან ეს სპეციალურ პროტოკოლსა და მომზადებას საჭიროებს.

"ივანიშვილის მხრიდანაც კი დაუჯერებელია მსგავსი თავხედობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თავხედობას შევსწრებივარ მათი მხრიდან. ხელოვნების მუზეუმი თავადაა ძეგლი. თბილისის მშენებლობა სწორედ ერთი და ორი მსგავსი შენობით დაიწყო და აქედან წამოვიდა ძველი თბილისი. არაფერს ვიტყვი იმაზე, რას უპირებენ ხელოვნების იმ ნიმუშებს, რაც განთავსებულია მუზეუმში. რამდენად იქნებიან მზად მისი გადატანისთვის. აქ შეუფასებელი სიმდიდრეა, რაც არ შეიძლება ივანიშვილის ტვინის მთავარი სტიმულატორით განისაზღვროს", - აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე. 


close დახურვა