logo
ENG



ივანიშვილი პოლიტიკურ კისერს მოიტეხს-მელია ხვალიდან პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება

10 ოქტ 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
x8nqyjfsxxphxc3.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არ აპირებს დაემორჩილოს პროკურატურას და ხვალიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება - ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურატურა ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

როგორც მელიამ პროცესზე შესვლამდე განაცხადა, დღეს ადვოკატი სამაჯურის მოხსნაზე შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა დარწმუნებულია რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. მიუხედავად ამისა, მელიას გადაწყვეტილი აქვს პროკურატურას არ დაემორჩილოს და საქმიანობა ჩვეულებრივ გააგრძელოს.

„ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. მე არ მოვსულვარ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოვედი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის კერძო უწყებაში, სადაც მისი დაქირავებული ადამიანები მუშაობენ. საზოგადოება დღეების განმავლობაში თვალს ადევნებს რა კონტიგენტი ყავს ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებად, რომელსაც უვადოდ დანიშვნას უპირებს, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს, არაფერ შუაში არ ვართ და ეს ბრალი მოგონილია - უადგილო და სასაცილოა. უბრალოდ, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება, დამარცხდება, რადგან ის დევნის ყველას, ვინ არის მის ოპოზიციაშია, პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. თავად დღევანდელი დღეც ნათელი მაგალითია ამის. ვიდრე მე ვსაუბრობ, უკვე არაერთი პროცესი მიმდინარეობს წმინდა წყლის პოლიტიკურად მოტივირებული. ამიტომ გვინდა არ გვინდა ფორმალურად უნდა მოვიდე და დავესწრო ამ რაღაც სამაჯურით სხდომას. ამასობაში ეს პროცესი დასრულდება და ეს არ იქნება ერთ და ორ თვეში, ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თვითონ მიხვდება, რომ მან წაგებული თამაშის გათამაშებები დაიწყო და ცდილობს თავისი მილიარდებითა და იმ ბერკეტებით, რასაც ფლობს, კისერი მოუგრიხოს ყველას. ერთ-ერთი ვარ მე, ამიტომ პოლიტიკურ კისერს მოიტეხს თავად ივანიშვილი და არა ააბსოლუტური უმრავლესობა. რეალურად ადვოკატიც არ არის საჭირო ივანიშვილის პირობებში, რადგან ყველაფერი ფარსია. ჩვენ დღეს მაინც დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც შევალ, ისე გამოვალ ამ სამაჯურით. თუმცა, არ ვაპირებ ამის გამო შევზღუდო ჩემი საქმიანობა, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური. აქამდე ვუწევდი ანგარიშს ბევრ რამეს, მაგრამ ხვალინდელი დღიდან ვაპირებ შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ხვალიდან დავესწრები ნებისმიერ ღონისძიებას, შევხვდები ამომრჩეველს, დავესწრები საკომიტეტო სხდომებს. ხვალ წავალ ვარკეთილში თუ ჩავალ გორში, პროკურატურას ნამდვილად არ შევატყობინებ. რას მოიმოქმედებს პროკურატურა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას. არ ვაპირებ სახლში ჯდომას. ივანიშვილის მხრიდან ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში იქნება კონტრპროდუქტიული ისევ მისთვის. მან უნდა გაიაზროს რომ უახლოვდება ფინალს. რამდენად მწვავე იქნება ეს ფინალი, ამას თავად განსაზღვრავს,“ - განაცხადა მელიამ.

 


close დახურვა