logo
ENG



ივანიშვილს ეშინია სისუსტის გამოვლენის - გია ხუხაშვილი

02 თებ 202022:30
3 წუთის საკითხავი
 

„ივანიშვილს ახლა ეშინია სისუსტის გამოვლენის - როგორც კი ის სისუსტეს აჩვენებს, მას კონსტრუქცია ჩამოენგრევა, რადგან ის მყიფეა", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის აზრით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ორნაირი რეალობა გვაქვს და ოპოზიციამ უნდა მოახერხოს, რომ ორივე შემთხვევაში ივანიშვილი დამარცხდეს. როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, სწორედ ესაა ყველა ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა.

„არსებობს ორი რეალობა. ჯერ მიმდინარეობს პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა - ამაზე თუ მოხერხდა ხელისუფლების დაყოლიება, ძალიან მარტივდება ყველაფერი. ივანიშვილისთვის ეს იქნება ძალიან არაკომფორტული, რადგან საპროტესტო ელექტორატი იქნება ათვისებული სხვა პარტიების მხრიდან და გადავალთ მულტიპარტიულ მთავრობაზე, რაც არის ძალიან კარგი ისტორიის ამ ეტაპზე. მას ახლა ეშინია სისუსტის გამოვლენის - როგორც კი ის სისუსტეს აჩვენებს, მას კონსტრუქცია ჩამოენგრევა, რადგან ის მყიფეა. თუ გვექნება მაჟორიტარული არჩევნები, ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული - უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, რათა ამომრჩევლის ეს 35% შეიწოვონ იმ პარტიებმა, ვინც არავის სატელიტი არაა. ეს არის ყველას ინტერესში. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა დღეს ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა - მათი ამოცანაა, რომ ივანიშვილი არ მოვიდეს, რადგან თვითონაც ვერ მოდიან“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.


close დახურვა