logo
ENG



ივანიშვილს სხვა სიმართლე აქვს - დიპლომატიურ მისიებში საკადრო ცვლილებები დაანონსდა

18 დეკ 201908:58
3 წუთის საკითხავი
 
btwynd80k6iaz9n.jpg

დიპლომატიურ მისიებში საკადრო ცვლილებები დაანონსდა. მათ, ვინც "ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას სათანადოდ არ შეასრულებს, სავარაუდოდ საელჩოდან გაწვევა ემუქრებათ. „ფორმულას" ინფორმაციით, დიპლომატიური მისიები ხელისუფლების დავალებით დარბეული აქციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას წერილებს უგზავნის. დიპლომატების გამოყენება პარტიული დავალების შესასრულებლად და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ხოლო იქამდე, სანამ რომელიმეს გაათავისუფლებენ, მათი მონაწილეობით კონფერენცია დღესაც გაიმართება. 

"ივანიშვილის გამოსვლიდან გამომდინარე, მას სხვა სიმართლე აქვს, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებს. ამიტომ, ძალიან სავალალო იქნება სხვა ინსტიტუციებთან ერთად, რომელიც უკვე ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა, ამ გავლენას დაექვემდებარება ჩვენი დოპლომატიური კორპუსიც. ეს უკანასკნელი ძალიან კარგად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ასეთ პირობებში ბუნებრივია ეს კონფლიქტი რაღაც დროს დადგებოდა",-აღნიშნა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.


close დახურვა