კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ინფორმაციით, ითხვისის მაღაროში მაღაროს უბნის უფროსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ის 30 წლის იყო.
მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
"პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად. ჯორჯიან მანგანეზი კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.