logo
ENG



შუქრუთელები მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ, მათი უფლებები დაიცვან

14 სექ 202412:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/14/fvsxpkr9y6isuqz.jpg

შუქრუთელები მე-14 დღეა შიმშილობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მადნის მოპოვებით დაზარალებულებმა, სოფელ შუქრუთიდან თბილისში ექვსთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გადმოინაცვლეს. ამ დრომდე მათ ხელისუფლების წარმომადგენელი არ შეხვედრია. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. ამავე დროს, პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. 

პრემიერი მათთან მოლაპარაკებას კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმედ აფასებს და იმეორებს კომპანიის გზავნილს, რომ პროტესტის მონაწილეებს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული.

"ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, ჯორჯიან მანგანეზმა მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს. ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის", - აღნიშნავენ პროტესტის მონაწილეები, რომლებმა დღეს ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.

ისინი მიმართავენ მთავრობას, პარლამენტსა და სახალხო დამცველს, მოუსმინონ და ყველაფერი გააკეთო მათი უფლებების დასაცავად:

"მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, ჯორჯიან მანგანეზი იმდენად გავლენიანია, რომ უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი".


close დახურვა