logo
ENG



ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

29 ოქტ 202517:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/29/9cj349lidye2wlk.jpg

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. 

ეპარქიული კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.

29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია გაიმართა, რომლის შემდეგაც, საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა დასკვნა. 

დასკვნაში ეპარქიული კომისია მიმართავდა პატრიარქს, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.


close დახურვა