logo
ENG



ილია ჯიშკარიანს რელიგიით მანიპულაციაში ადანაშაულებენ

13 ოქტ 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
kmcjlp72rr9vakt.png

საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მართლმადიდებლობის მანიპულაციის გამო აკრიტიკებენ. 

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო,  სადაც ჩანს, რომ დეპუტატის მოსანახულებლად საავადმყოფოში სასულიერო პირი იმყოფებოდა.  ფოტო ინტერნეტ სივრცეში მალევე გახდა განხილვის თემა. საზოგადოების ნაწილი ილია ჯიშკარიანს მართლმადიდებლობის გამოყენებით, ხალხზე მანუპულაციის მცდელობაში ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე ყოფილ უფროსსა და საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 


close დახურვა