სამთავრობო პროპაგანდისტული "რუსთავი2-ის" ცნობით, დღეს ილჰამ ალიევს ბიძინა ივანიშვილიც უმასპინძლებს. ივანიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერთმანეთს სოლოლაკის სასახლეში შეხვდებიან
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.
