logo
ENG



იმედზე განხორციელებულ კიბერშეტევებაზე შსს საქმის შესწავლას განაგრძობს

04 ნოე 201908:49
3 წუთის საკითხავი
 
flc8283tvzwzgxp.png

ტელეკომპანია „იმედზე" კიდევ ერთი კიბერშეტევის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის შესწავლას განაგრძობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება ბოლო დღეების მანძილზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების საქმეებზე ერთად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კრიპტო ვირუსმა, ტელეკომპანიის ქსელში შეაღწია და ვიდეო ფაილები დააზიანა. მანამდე მედიასაშუალებებმა მუქარის წერილები მიიღეს. ამას წინ უძღოდა ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა, რომლის სამიზნეც მედიასთან ერთად სამთავრობო საიტებიც იყო. 


close დახურვა