logo
ENG



იმნაძე: თვითიზოლაციის დროს მაქსიმალურაად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც

20 მარ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ერთი ოჯახის კლასტერია.

იმნაძის თქმით, წესების დაცვა თვითიზოლაციის დროსაც აუცილებელია.

„მინისტრმა მოგახსენათ, რომ სამი შემთხვევა, რომელიც ერთი ოჯახური კლასტერია და ისინი მოთავსებული არიან ბოჭორიშვილის კლინიკაში. მათ ჯანმრთლეობას იკვლევენ. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დროს მაქსიმალურაად მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, თვითიზოლაციის დროს, ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად. ოჯახშიც დაიცივით წესები. რაც შეეხება ასაკოვან პაციენტებს, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ“, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის ინფექციით 43 პაციენტი დაავადდა. აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. 

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

 


close დახურვა