დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 70-ზე მეტი შემთხვევაა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამი.
"ბრიტანული შტამის საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც სამხრეთ აფრიკული შტამი, არც ბრაზილიური შტამი ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება. ახლაც მიდის საეჭვო ფაქტების გამოკვლევა", - აცხადებს პაატა იმნაძე.