logo
ENG



იმნაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე:შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას

10 აპრ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოში წარმოებულ პირბადეებს დადებითად აფასებს. იმნაძის განმარტებით, პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან კარგად იცავს ადამიანს. როგორც მან "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხსენებული პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია გასცა. 

"შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე, გახსოვთ ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების მრავალი სახეობებით. მოგეხსენებათ რომ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი რომ ვნახე, და სხვათა შორის ამის დიზაინი აშკარად უკეთესია. ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული. ანუ ამას არასწორად არ გაიკეთებ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ეს ნიღბები, მათ შორის ჩემი სამსახური რომელსაც ყველაზე ცუდი სახელი ერქვა, შავი ჭირი, ვმუშაობდით არა მარტო შავ ჭირზე, მაგრამ უამრავ სხვა ვირუსზე, სწორე ის დეპარტამენტი, რომელიც ამ პირბადეებზე დასკვნებს გასცემს, მისი ხელმძღვანელები არიან ის ადამიანები ვინც თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და ზუსტად ამ ვირუსზე მუშაობის დროს, ეკეთათ ასეთი პირბადეები. ეს პირბადეები წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად იცავს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 


close დახურვა