დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, "საკმაოდ რეალურია", რომ ერთ თვეში კორონავირუსით ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
26 იანვარს კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა დღიურად 7 661-ს უტოლდება.
პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსი 1,9 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 15 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდეილოგები აცხადებენ, რომ ამჟამად ქვეყანაში ომიკრონის შტამი დომინანტია.