logo
ENG



იმნაძე ღარიბაშვილის ქეიფზე: პრემიერიც ქართველია, მესმის, მაგრამ მიუღებელი იყო

11 აგვ 202118:01
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე ღარიბაშვილის ქეიფზე: პრემიერიც ქართველია, მესმის, მაგრამ მიუღებელი იყო
ფოტო: საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ირაკლი ღარიბაშვილის ხალხმრავალ სუფრაზე ქეიფთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი "ესმის", თუმცა მისთვის მაინც მიუღებელი იყო.

"პრემიერიც ქართველია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია და ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ… მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეც მიუღებელი იყო იმ ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო", - თქვა იმნაძემ TV პირველთან.

7 აგვისტოს, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. ის სოფელ არხილოსკალოში იყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შეხვდა.

სოფელში ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. არც ერთი მათგანი არ იცავდა კოვიდრეგულაციებს, არ ეკეთათ პირბადეები, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ქეიფის მეორე დღეს ღარიბაშვილი ფაიზერით აიცრა.


close დახურვა