logo
ENG



იმნაძის თქმით, თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას

21 სექ 202015:24
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძის თქმით, თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, თბილისში კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას.

"ჩვენთან და სამინისტროს ვებ-გვერდზეა ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტები. კარავიც შეიძლება ჩავდგათ", - განუცხადა ფორმულას იმნაძემ.

კორონავირუსზე შესამოწმებლად უფასო ტესტირების კარვები უკვე განთავსებულია ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას - დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 3695 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 1534 პაციენტი, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა