აშშ-ის წარმომადგენელა პალატა დონალდ ტრამპისთვის იმპიჩენტის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. იმპიჩმენტის კანონპროექტი დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ორშაბათს, 11 იანვარს მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც 6 იანვრის ღამეს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი დაიკავეს. მომიტინგეთა შენობაში შეჭრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სამართალდამცველი კი დაშავდა.