logo
ENG



ინაშვილის მტკიცებით, პარტიის ჩატარებულ გამოკითხვაში პირველ ადგილზე პატრიოტთა ალიანსია

13 აგვ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 
new47ojqy1mwp86.jpg

პატრიოტთა ალიანსმა პარტიის მიერ ჩატარებული მარტი-აპრილის აუდიო გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე.

როგორც ინაშვილი ამტკიცებს, კითხვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს, პასუხი გამოკითხულთა 30%-მა გასცა.

ინაშვილის თქმით, 30%-დან უმრავლესობამ მხარი სწორედ პატრიოტთა ალიანსს დაუჭირა. ინაშვილის განცხადებით, მეორე ადგილზე იყო ქართული ოცნება და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო ნაციონალური მოძრაობა. 

 


close დახურვა