logo
ENG



ინგლისის პრემიერლიგა დღეს განახლდება

17 ივნ 202016:12
3 წუთის საკითხავი
 
or91pfdizt2gg6t.jpg

ინგლისში დიდი ფეხბურთი ბრუნდება. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პრემიერლიგა 28-ე ტურის შეხვედრებით განახლდება.

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე ასტონ ვილას და შეფილდის შეხვედრა დაიწყება, ოდნავ მოგვიანებით კი, ცენტრალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ სიტი და არსენალი ითამაშებენ.

ამ შეხვედრების შემდეგ, პრემიერლიგის ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული მატჩი მოუგროვდება, 19 ივნისიდან კი, ჩემპიონატი სტანდარტული რეჟიმით გაგრძელდება.

წამყვანი სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრები გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩაივლის.


close დახურვა