logo
ENG



ინგოროყვას კლინიკაში პაციენტს ვირუსი დაუდასტურდა - მედპერსონალი თვითიზოლაციაშია

02 აპრ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

ინგოროყვას კლინიკის მედპერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან ერთ-ერთ პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.  

პაციენტი ამბულატორიულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. სამი ექიმი, ვისაც მასთან შემხებლობა ჰქონდა თვითიზოლაციაშია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. აქედან ორი მედიკოსი თავს კარგად გრძნობს თუმცა მესამე ექიმს ტემპერატურის გამოვლენის შემდეგ  ტესტი კოვიდ-19-ზე ჩაუტარდა და მისი პასუხი  დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

„სამი თანამშრომელი, რომლებსაც ამ პაციენტს ჰქონდათ კონტაქტი გადაყვანილი იქნა თვითიზოლაციის რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტის მომენტში დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა. ორი ექიმის მდგომაროება არის ნორმალური, სიმტპომები არ აქვთ და განაგრძობენ თვითიზოლაციის რეჟიმს. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პაციენტის დარეგისტრირება, გუშინ საღამოს დაუფიქსირდა ტემპერატურა, თუმცა სხვა რაიმე სიმპტომი არ იქნა გამოვლენილი. უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, ის გადაყვანილი იქნა კოვიდ-19-ის მიმღებ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ტესტი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოსთვის“, - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. 


close დახურვა