logo
ENG



ინდიანას შემადგენლობაში გოგა ბითაძის დებიუტი შედგა

16 ოქტ 201909:10
3 წუთის საკითხავი
 
uyb1lvjzbu9s11g.jpg

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო შეხვედრები რამდენიმე საათის წინ გაიმართა, ინდიანას შემადგენლობაში კი გოგა ბითაძის დებიუტი შედგა.

ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა. მან პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 14 ქულა მოაგროვა. 4-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ერთხელ დააფარა მეტოქეს. ინდიანამ მინესოტასთან 119:111 წააგო.


close დახურვა