logo
ENG



ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

08 აგვ 202019:47
3 წუთის საკითხავი
 

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, Air India-ს კუთვნილი ბოინგ 737, რომელსაც დუბაიში პანდემიის დროს ჩარჩენილი მოქალაქეები გადაჰყავდა, კერალას რეგიონში დაშვებისას ბილიკს აცდა და ჩამოვარდა. კატასტროფის შემდეგ ლაინერი ორ ნაწილად გაიყო. ბორტზე სულ 184 მგზავრი, მათ შორის 10 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

დაღუპულთა შორის ორივე პილოტია. ტრაგედიის ადგილას სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ნაპოვნია შავი ყუთიც. ავიაკატასტროფის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად უამინდობა სახელდება. 


close დახურვა