logo
ENG



ინიშნება თუ არა ლევან იზორია გერმანიაში ელჩად - საგარეო უწყება კითხვას არ პასუხობს

01 თებ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 
qhz9f1akod9g28w.jpg

ინიშნება თუ არა გერმანიაში ელჩად ლევან იზორია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ელჩად დანიშვნის პროცედურები ჯერ დაწყებული არაა. კითხვას კი, საერთოდ ინიშნება თუ არა ლევან იზორია გერმანიაში ელჩად, საგარეო უწყება არ პასუხობს.

რამდენიმე დღის წინ მისი გერმანიაში ელჩად დანიშვნის შესახებ თავად ლევან იზორიამ განაცხადა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში თებერვალში გაემგზავრებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიაში ახალი ელჩის დანიშვნის პროცედურები საერთოდ არ არის დაწყებული. სამინისტროში დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ, განიხილება თუ არა ელჩის თანამდებობაზე ლევან იზორიას კანდიდატურა. 

პროცედურულად საჭიროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს წარუდგინოს კანდიდატი და შესაბამისი თანხმობის შემდგომ მისი მონაცემები გადაიგზავნება უკვე გერმანიაში, შემდეგ უკვე საჭიროა გერმანიის რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების თანხმობა იმისთვის, რომ  ელჩად დამტკიცდეს.

როდესაც ლევან იზორიას ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ამ გზით ხელისუფლება მორჩილი კანდიდატის დაყენებას ცდილობდა. 

ლევან იზორიას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. 


close დახურვა