რას ითვალისწინებს რამდენიმე საპარლამენტო ძალისა და ცალკეული ოპოზიციონერების ინიციატივა ამნისტიის შესახებ. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და მის მიხედვით, ეს ამნისტია საყოველთაო უნდა იყოს. განსაკუთრებით აქტიურობს გირჩი, საკანონმდებლო ორგანოში პარტიას ამ საკითხში თანამოაზრეები ჰყავს. წინადადება საინტერესოა ნაციონალური მოძრაობისთვის. უცნობია, რა ნაწილში დასთანხმდება ან საერთოდ დასთანხმდება თუ არა ამნისტიას ქართული ოცნება. ერთ დათქმას კი კონკრეტულ პატიმარზე საპარლამენტო უმრავლესობა ამთავითვე ამბობს - მიხეილ სააკაშვილს ციხის დატოვების საშუალებას არ მისცემს.
ინიციატივა მასშტაბური ამნისტიის შესახებ
28 თებ 202420:21
3 წუთის საკითხავი