![22p94opia628ibk.jpg](/uploads_script3/news/22p94opia628ibk.jpg)
"დღეს ჩვენთან 24 პაციენტია და აქედან 11-ს ესაჭიროება ტესტირება",-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინე ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ 3 დაინფიცირებულის შესახებ, რომლებიც ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
"3 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ცვლილებები არ ვლინდება, ანუ დაავადება არ პროგრესირებს. სანამ არ გავა საინკუბაციო პერიოდი, ანუ 14 დღე, პაციენტების მდგომაროება დინამიკაში უნდა შეფასდეს. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, გამოჯანრთლედნენ თუ არა",-აღნიშნა ეზუგბაიამ.