ინფიცირების ახალი 25 შემთხვევიდან 19 ე.წ. ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის. ამის გამო მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ვანათი, ხატისსოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
ჩაკეტილი სოფლებისკენ მიმავალ გზებზე მოწყობილია ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 80 შემთხვევაა დადასტურებული.