logo
ENG



ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ, შინაურ ფრინველებს ხარაგაულში ყიდდნენ 

02 აპრ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული თერჯოლელი კაცის ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ შინაურ ფრინველებს ხარაგაულში ყიდდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ამ დროისთვის იმ პირებს ადგენენ, რომლებმაც წიწილები ინფიცირებული პაციენტის მამისაგან იყიდეს.

დაავადებათა კონტროლის ხარაგაულის სამსახურის უფროსის განცხადებით, ინფიცირებული მოქალაქის მამას ხარაგაულში 9 პირთან ჰქონდა კონტაქტი, ღამე კი მან თავის ნათესავების ოჯახში გაატარა, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობს.

ერთ-ერთი მათგანი დაავადებათა კონტროლის ხარაგაულის სამსახურში მუშაობს. ამ დროისთვის სულ 12 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება.​

"ოჯახებში დაჰქონდა ამ პიროვნებას ეს წიწილები. ბაზარში არ გასულა. ცხრავე ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი უკვე ვიცით და გაფრთხილებულები არიან. 3 პიროვნებაა, ვისთანაც ღამე გაათია და ისინი დღესდღეობით თვითიზოლაციაში არიან", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ხარაგაულის სამსახურში.


close დახურვა