logo
ENG



ინფიცირებული მღვდელი, თბილისში, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია

14 აპრ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო, თბილისში,ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა. არსებული ინფორმაციით, მღვდელი მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ინფიცირებული ექთნის ძმაა. იგი ბოჭორიშივლის კლინიკაში მკურნალობს. 

ტაძარში დღეს ზეთისცხება უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქ მისულ მრევლს ტაძარი დაკეტილია.  ტაძრის გვერდით მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წირვა გუშინაც ჩატარდა. ეკლესიაში სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

„ჩემი მოძღვარია. რაც ეს მდგომარეობა გამოცხადდა ეკლესიასთან შეხება არ მაქვს. სამი შვილი მყავს. ისე, ამ დროს იყო-ხოლმე წირვაზე. ბზობის წირვაც ჩატარდა და ხალხმრავლობაც იყო“, - განუცხადა „ფორმულას“ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა. 

დაკეტილი იყო აღნიშნული ტაძრის გვერდით მდებარე ლურჯი მონასტერიც. თუმცა, ამ დროისთვის ლურჯ მონასტერში მრევლს გადაადგილება შეუძლია. 

ამავე თემაზეორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ეს ინფორმაცია "ფორმულას" სასულიერო პირებმა მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

 


close დახურვა