ევროპული საბჭოს საბოლოო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება.
ევროპული საბჭოს დოკუმენტი ასევე მოიცავს: „ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.