logo
ENG



იონათამიშვილი: უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი

22 ივლ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის განცხადებებს "უხერხულს" უწოდებს. რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში კი იონათამიშვილმა საერთაშორისო სასამართლოების სარჩელები მოიტანა.

"უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და, ასევე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში. საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ", - თქვა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვერ ერკვევა უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც გააჩნია.

"ძალიან უხერხული არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც გააჩნია მას. კონკრეტულად, როდესაც მან 78-ე მუხლზე გააკეთა მინიშნება. 78-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება საქართველოს კონსტიტუციის, სადაც კონსტიტუციური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წერია აქტივობაზე და არა შესაძლებლობების განმარტებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აქაც გამოჩნდა, რომ ის მაინცდამაინც ვერ ერკვევა ამ საკითხებში", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის რეპუტაციისთვის მეტად დამაზიანებელია ხელისუფლების ქმედებები, "ელჩების და ევროპარლამენტარების ლანძღვა", პარალელურად კი, მისი თქმით ქართული ოცნება "რუსეთს ისე უფრთხილდება, როგორც არასდროს".

მისივე თქმით, უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს:

"მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის [78-ე მუხლი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია], რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. და სხვათა შორის ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა... ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს [ევროინტეგრაციის წინ წაწევა] ეს არის კონსტიტუციის დარღვევა".


close დახურვა