logo
ENG



იონათამიშვილი ბესელიას: შშმ პირები არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

22 ოქტ 201916:22
3 წუთის საკითხავი
 
fmz6nkha6ovq70n.jpg

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილსა და პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბესელიას სიტყვით გამოსვლისას იონათამიშვილმა რამდენჯერმე რეპლიკა ჩაურთო. ბესელიამ იონათამიშვილს მიმართა, რომ "ნუ სარგებლობდა რაღაცებით".

იონათამიშვილმა ბესელიას უთხრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავისი მდგომარეობით არ სარგებლობენ.

„ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა დიაგნოზი. ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ასეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს," - განაცხადა იონათამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.


close დახურვა