![2023/03/13/bu6jvhcgwhdpxzi.png](/uploads_script3/articles/2023/03/13/bu6jvhcgwhdpxzi.png)
მე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში და მე თვითონ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც აქციაზე არამცთუ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ ან რაიმეს აზიანებდნენ. ვნახე ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ საერთოდ აქციაზე არ იმყოფებოდა და მივიდა, კითხა პოლიციელს, როგორ წასულიყო სწორი მიმართულებით საკუთარი სახლისკენ და ეს ადამიანიც დააკავეს. იყო რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც და აქედან გამომდინარე არის ჩვენს მოკვლეულ მასალებშიც ეს ყველაფერი დაფიქსირებული.