logo
ENG



იოსელიანი: კონსტანტინე ბალანჩივაძეს ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ

07 დეკ 202403:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/qu4nuapnm9twedy.jpg

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებულ კონსტანტინე ბალანჩივაძეს, რომელიც ინსულინდამოკიდებულია, ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებენ.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელწერილით გამოუშვებენ მალე. ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან", - განაცხადა იოსელიანმა.

რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე ირა ბალანჩივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე მისი ძმა, კონსტანტინე ბალანჩივაძე დააკავეს, რომელიც ინსულინდამოკიდებულია.

 

 
 
 

 

 

 


close დახურვა