logo
ENG



იოსელიანი პროპაგანდისტულ ინიციატივაზე: არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში

06 მარ 202412:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/23lt7aht62leiep.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ ინიციატივას ეხმაურება. იოსელიანის თქმით, კანონპროექტი უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვის თავისუფლებას.

"წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას", - ნათქვამია ლევან იოსელიანის კომენტარში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა ფორმულას წერილობით მოაწოდა.

ქართული ოცნება "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებს. უმრავლესობის წევრების რიტორიკიდან ჩანს, რომ კანონპროექტი ჰომოფობიური შინაარსის იქნება და ლგბტ-თემს შეეხება.

რას მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის რუსეთსა და უნგრეთში არსებულ ანტი-ლგბტ კანონებს დაემსგავსება.


close დახურვა