სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 26 მაისი, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ომბუდსმენმა ყველას მშვიდობიან, სამართლიან და დაცულ გარემოში ცხოვრება უსურვა.
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა. სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს და მათ მშვიდობას, სამართლიანობასა და დაცულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.
დამოუკიდებლობა ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა - დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს.
ᲒᲘᲚᲝᲪᲐᲕᲗ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡ", - დაწერა იოსელიანმა.
