logo

იპოდრომი კიდევ ერთხელ გაიყიდა - მყიდველი ფონდი ქართუა

clock 29 ივნ 202019:53

იპოდრომის ტერიტორია გაიყიდა - მყიდველიც და გამყიდველიც ბიძინა ივანიშვილია.

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად იყიდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან, „ინვესტ კაპიტალისგან“.

დოკუმენტები „ფორმულას“ ირაკლი აბესაძემ მიაწოდა - დეპუტატს ეჭვი აქვს, რომ საქმე გვაქვს ფულის გათეთრებასთან და წინასაარჩევნოდ თანხების მობილიზებასთან

„იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილმა გაყიდა და მყიდველი თავად ივანიშვილია. ფონდ „ქართუს“ აყიდინა თავისი შპს-სგან ტერიტორია და ამაში გადაიხადა 60 მლნ ლარი. ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდო ფული - როგორც ჩანს, უფრო იოლად შეძლებს ხარჯვას. თუ არსებობს სხვა ახსნა, მოგვაწოდონ ეს ახსნა - მაღალია ეჭვი და ალბათობა იმის, რომ მოხდა თანხის გათეთრება შპს-ს ანგარიშზე. მისი საქმიანობა კონტროლს არ ექვემდებარება, ასე ვერ გამოვითხოვთ ინფორმაციას, რაც მას უიოლებს ფულის უკანონო მიზნებისთვის გამოყენებას", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა