"ევროპული საქართველო" ერეკლე მეორის მოედანზე ისტორიული შენობის "ჟურნალისტთა სახლის დემონტაჟს ეხმაურება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება კანონს უხხეშად არღვევს.
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის გამო მზად არიან, სისიხლის სამართლის დანაშაული უსიტყვოდ ჩაიდინონ.
"ჟურნალისტის სახლის ისტორიული შენობა, ნათელია რომ დაინგრა დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, რაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დაცვის კანონის უხეში დარღვევაა. მერიის პასუხის ადასტურებს, რომ თავხედურად მოხდა კანონმდებლობის დარღვევა. აცხადებენ, რომ გაიცა ნებართვა და კომპანიამ დადო პირობა, რომ მომავალში მოიტანს იმ საბუთებს, რაც საჭიროა. საუბარია, მისი განვითარების ესკისზე და გეგმაზე. ასეთ შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მერიის პასუხი კიდევ ადასტურებს, რომ ივანიშვილის ბრძანება მოქმედებს ამ ქვეყანაში და ჩინოვნიკები მზად არიან ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაულიც კი, რათა შესრულდეს ივანიშვილის სურვილები",-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
შეგახსენებთ "ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილის მოთხოვნით ერეკლე მეორის მოედანზე, მე-19 საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ისტორიული შენობის, უკანონო დემონტაჟი ხორციელდება. მერიის მხრიდან გადმოგზავნილ ოფიციალურ წერილში კი წერია, რომ დემონტაჟის ნებართვა იმ პირობით გაიცა, რომ მესკუთრე მომავალში ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და ახალი ნაგებობის ესკიზსს წარადგენს.