logo
ENG



აბესაძე: ქართუ, შესაძლოა, ტრანზაქციების განსახორციელებლად საეჭვო შემოწირულობებს იყენებდეს

16 ოქტ 202312:44
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ფონდი ქართუ, შესაძლოა, მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს იყენებდეს.

აბესაძე წერს:

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართუ ფონდმა:

გააუქმა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და საკუთრებაში დაიბრუნა 80 145 კვ.მ მიწის ნაკვეთი თამარაშვილის ქუჩაზე (ყოფილი იპოდრომი). ალბათ სხვა დეველოპერს მიყიდის;

გააუქმა შპს "ნეო სითი დეველოპმენტის" წილზე (რომელსაც მიყიდა ლაგუნე ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა კოსტავაზე, ასევე იპოდრომი, რომელიც ახლა უკან დაიბრუნა) "ფონდი ქართუს" სასარგებლოდ არსებული გირავნობის უფლება 80 მილიონ აშშ დოლარზე;

აბასთუმანში შპს "ტურიზმის განვითარების ფონდმა" გამოისყიდა 35% წილი 18545 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 26142 კვ.მ შენობაზე.

რატომაა ეს საინტერესო?! კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კანონმდებლობის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ანგარიშები. არსებობს რეალური შესაძლებლობა ფონდი მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს და კავშირებს (მაგ: რუსი სანქცირებული ოლიგარქები), მისი შემოსავლები კი გამოიყენებოდეს არასაქველმოქმედო მიზნებისთვის".


close დახურვა