logo
ENG



ირაკლი კიკვაძე: ქუთაისში 2467 სოციალურად დაუცველი ოჯახია, აქედან 1904 ოჯახი დახმარებას ვერ იღებს

09 ივნ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 80 პროცენტს პანდემიის დროს დახმარება არ მიუღია - აცხადებენ ლეიბორისტები და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი ყოფილ სამხატვრო სკოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მობინადრეებთან ერთად გამართა.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ხელი დაიბანა, გაჭირვებულ ადამიანებს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა დაეხმაროს. ლეიბორისტს მიაჩნია, რომ პანდემიის დროს ჩაშლილი ღონისძიებებიდან დაზოგილი თანხები სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა დაურიგდეს.

„ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა რჩება დახმარების გარეშე. ქუთაისის მაგალით რომ ავიღოთ 2467 სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობს, საიდანაც 80 პროცენტი 1904 ოჯახი, ვერ ღებულობს დახმარებას იმის გამო, რომ უსამართლო და დისკრიმინაციული მიდგომა დააწესა მთავრობამ. რადგან სახელმწიფომ დაიბანა ხელები, თვითმმართველობამ უნდა გამოყოს ერთჯერადი დახმარება იმ ოდენობით, რა ოდენობებიც მთავრობამ გასცა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე“, - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.


close დახურვა