ლეიბორისტული პარტიის ლიდერის და დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ლეიბორისტული პარტია მზადაა, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს.
"ჩვენ ეს შევძელით! თქვენ ამისთვის კამპანია ჩაატარეთ, იბრძოლეთ, ხმა მიეცით და შედეგიც მიიღეთ. ცვლილება ახლა იწყება". - აღნიშნა კირ სტარმერმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, BBC-ის, ITV-ისა და Sky-ს ეგზიტპოლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა სრულდება და ლეიბორისტული პარტია დამაჯერებლად იმარჯვებს.
პროგნოზის თანახმად, ლეიბორისტული პარტია პარლამენტის ქვედა პალატაში 410 მანდატს მოიპოვებს, ხოლო პრემიერმინისტრი სერ კირ სტარმერი იქნება. კონსერვატორების რაოდენობა 131-მდე შემცირდება.