ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას და მის უპასუხისმგებლობას არასამთავრობო ოპოზიცია აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს სახელმწიფო პროგრამებისთვის და ასეთი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რადგან საკუთარი ინტერესების დაცვით არის დაკავებული.
„ქვეყანაში გამეფებული აუტანელი სიღატაკის შედეგი, მსხვერპლი დამოკიდებულია კორუფციაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც აქვს ადგილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამგვარ მდგომარეობაში ძალიან ბევრია და სწორედ ბრძოლა რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რომ ერთი ადამიანის ინტერესებზე არ იყოს მორგებული ის თუ ვინ იცოცხლებს და ვინ არა“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გააჩნიათ პერსპექტივა ჩვენ ქვეყანაში, ხელისუფლება კი სოციალურ პროგრამებს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
„სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გააჩნიათ პერსპექტივა ჩვენ ქვეყანაში, რომ საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობა განავითარონ ან მინიმუმი შექმნან. სახელმწიფო, რომელიც უნდა ცდილობდეს ეკონომიკურ განვითარებას პირიქით ბლოკავს ნებისმიერ წინსვლას. სოციალური პროგრამები გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.