logo
ENG



ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოში მანდატს ტოვებს

30 მაი 202211:39
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოში მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ მოწვევის საკრებულოში თავის თავს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ სხვა ფლანგზე ბრძოლით უფრო ეფექტური იქნება.

""მიუხედავად იმისა, რომ ვტოვებ ბათუმის საკრებულოში მანდატს, მზად ვარ და ხელმისაწვდომი ვარ ყველა ბათუმელისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში, რაც შემეძლო ან შემეძლება", - თქვა კუპრაძემ.


close დახურვა