საქალაქო სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესია დანიშნული. სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
პარტიის წევრის გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას, სავარაუდოდ, პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. დღესვე გაიმართება, ოქრუაშვილის დაცვის წევრის სასამართლო პროცესიც.
„მოიყვანენ ალბათ 2-3- პოლიციელს, როგორც ჩვეულ რეჟიმში მოდიან ხოლმე. ეს ჩვეულებრივი შოუ არის, მასკარადი, რომელიც ახლო მომავალში დარწმუნებული ვარ, დასრულდება და ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დააკავეს.