logo
ENG



ირაკლი ფავლენიშვილი აქციაზე დაკავებულების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

22 ნოე 201917:04
3 წუთის საკითხავი
 
4hvrrd6al09vus9.jpg

 

"ქვეყნის სამსახურში" "მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობის წინ  პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც 18 ნოემბერს მშვიდობიან აქციაზე დაკავებულ პირებს  და 25 ნოემბერს დაანონსებულ აქციას ეხებოდა. "ქვეყნის სამსახურში" წევრმა - ირაკლი ფავლენიშვილმა, აქციაზე დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზეც ისაუბრა.

ფავლენიშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ზეწოლამდე დაკავებულებს არ მისცეს უფლება დაერეკათ ადვოკატთან, მისივე თქმით სასამართლომ ყველა პროცედურა ხელოვნურად გაწელა, რის გამოც მათ მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში არც უძინიათ და არც უჭამიათ.

„ჩვენ ვიყავით არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, სანამ სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან არ განხორციელდა ზეწოლა მანამდე ჩვენ არ გვქონდა უფლება დაგვერეკა ადვოკატთან, გვესარგებლა საპირფარეშოთი, ასევე წყალიც არ დაგვალევინეს, ამის შემდგომ ყველა პროცედურა ხელოვნურად იყო გაწელილი, ამის გამო ორი დღის განმავლობაში ჩვენ არც გვიძინია და არც გვიჭამია,“-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 


close დახურვა