logo
ENG



ირანის პრეზიდენტი თურქეთს სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს

15 ოქტ 201908:27
3 წუთის საკითხავი
 
temj2q4fdin6cpz.jpg

ირანის პრეზიდენტი თურქეთს სირიაში სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს. განცხადება ჰასან როუჰანიმ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ოფიციალური ანკარას მხრიდან ქურთების წინააღმდეგ აგრესიული შეტევა დაგმო. სირიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ირანის პირველი დიპლომატიც. მოჰამედ ჰავად ზარიფმა სირიაში 2021 წლის არჩევნებამდე დაძაბულობის შესამცირებლად დიალოგის აუცილებლობაზე მიანიშნა და ქურთებსა და თურქებს შორის შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნა გამოთქვა. სირიის ჩრდილოეთით თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს ევროკავშირშიც. რამდენიმე ქვეყანამ თურქეთს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. პარალელურად სირიის ჩრდილოეთ რაიონები კვლავ იბომბება.


close დახურვა