logo
ENG



ირანმა ვირუსის ტესტების მასობრივი წარმოება დაიწყო

11 აპრ 202017:47
3 წუთის საკითხავი
 
gm6ucdzpnmetb4y.png

ირანმა ვირუსის ტესტების მასობრივი წარმოება დაიწყო.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ექვსმა ადგილობრივმა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უკვე მიიღო ნებართვა და ყოველკვირეულად ორი მილიონი ტესტის წარმოებას შეძლებს. ტესტი დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადამიანს შეხება ახალ კორონავირუსთან ან თუ იყო დაავადებული და განიკურნა. დიაგნოსტირებას 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება.

კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ირანში 70 ათასს გადააჭარბა, მსხვერპლი კი, ბოლო მონაცემებით, 4 ათას 357 ადამიანი შეადგინა. 


close დახურვა