ირანის ურანის გამდიდრების პროგრამა ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორი თვის განმავლობაში ურანის გამდიდრება ათჯერ გაიზარდა. ამოქმედებულია 30 ახალი ცენტრიფუგა, რომლებიც აქამდე არსებულ მოდელებზე 50-ჯერ სწრაფია.
ირანმა ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროა, რაც დონალდ ტრამპმის გადაწყვეტლებით შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა.