ირანში ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 958 ადამიანს დაუდასტურდა, მსხვერპლი კი 63-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ირანში 354 ადამიანია გარდაცვლილი.
საგანგებო ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს იტალია. ქვეყანაში მსხვერპლი 631-ია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს.
კორონავირუსი დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრსაც. გერმანიის კანცლერი კი ვარაუდობს, რომ ვირუსით შესაძლოა გერმანიის მოსახლეობის 70-მდე პროცენტი დაინფიცირდეს. კორონავირუსით ქვეყანაში სამი ადამიანი დაიღუპა.
ვირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა ბელგიაშიც. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთშიც. ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა ტაილანდმა. 18 ქვეყანას შორის, რომელსაც ვიზის გაცემის შეზღუდვა შეეხება, საქართველოც მოხვდა.