ირანში ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავს აღნიშნავენ. თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. მთავარი ღონისძიება ქალაქის ცენტრში გაიმართა, სადაც სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა. ჰასან რუჰანის განცხადებით შეერთებული შტატების დღის წესრიგში ირანის ბოლო 41 წლიანი ისტორიის შეცვლაა. მან მიმართვაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საფუძველი ამერიკელებს არ ჰქონდათ. ირანელი გენერალი წერტილოვანი ავიადარტყმით ამერიკელებმა ბაღდადის აეროპორტთან იანვრის დასაწყისში მოკლეს.
ირანში ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავს აღნიშნავენ
11 თებ 202017:34
3 წუთის საკითხავი